მსახიობი დავით დვალიშვილი დღეს იუბილარია.
„პოსტალიონმა“ 77 წლის მსახიობს უმასპინძლა და ტორტი მიართვა, რამაც ის ძალიან გაახარა:
„ერთი რამ მჯერა და მწამს, სანთლები არ უნდა ჩააქრო…“, აღნიშნა მსახიობმა.
ის გადაცემას შვილიშვილთან, მაკოსთან ერთად ესტუმრა და თავის ოჯახზე ისაუბრა:
„ძალიან მიყვარს ოჯახი, ოჯახის ფენომენი. ეს არის თუ გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, თუ გვეშველება… შექმნილი და არა დანგრეული ოჯახი. დედაჩემმა დამარიგა, ოჯახს არ უნდა უღალატოო… მჯეროდა ჩემი მშობლების, ღმერთმა გაანათლოს მათი სულები. სულ მინდოდა დიდი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები. შვილთაშვილსაც მალე ველოდები. ჩემი შვილიშვილების ერთი პარტია გერმანიაში ცხოვრობს. ზაფხულობით ჩვენთან ჩამოდიან… მინდა, ოჯახის წევრები ერთად იყვნენ, კარგი კომუნიკაციის საშუალებაა და ტრადიციების გადაცემის… ეს ძალიან მიხარია…“