„პოსტალიონის“ ეთერს ესტუმრა რვა შვილის დედა თამარ კერატიშვილი, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა მის ცხოვრებაში მერვე შვილის, ანდრიას დაბადების შემდეგ და როგორია რვა შვილის დედობა:
„ანდრიას დაბადებით ის შეიცვალა, რომ ძალიან ელოდებოდნენ ბიჭს, ძალიან გაუხარდათ… განსაკუთრებით, ლაზარეს. ძალიან კარგად მიიღეს თავისი ძმა. მეხმარებიან… სახლში ისეთი ჟრიამული გვაქვს, დილა რომ თენდება…“
