LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოპერირებადი ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

107
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოპერირებადი ქართული და საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ჯორჯიასა“ და სამოქალაქო ავიაციის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მიმდინარე პროცესები, ავიაკომპანიების ოპერირების გაუმჯობესებისა და მგზავრთა მომსახურების სრულყოფის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.

შეხვედრის მონაწილეები სხვადასხვა კოორდინირებულ აქტივობასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და მიმართული იქნება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საქართველოს შესახებ პირველი პოზიტიური შთაბეჭდილების შექმნაზე.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახეზეა განსაკუთრებული ზრდა ჯავშნებსა და ავიაკომპანიების დატვირთულობაში, რაც ცალსახად მიანიშნებს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში მოგზაურობისადმი ინტერესის ზრდაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორი მჭიდრო თანამშრომლობით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მზადებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის. აღინიშნა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტები, ჯამურად, 1.5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 8%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს. ასევე  ითქვა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის ავიარეისები შესრულდება 60 სამგზავრო ავიაკომპანიის მიერ, 118 საჰაერო ხაზზე, კვირაში, დაახლოებით, 735-740 სიხშირით, რაც 5-6%-ით მეტი იქნება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შესრულებულ ფრენებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g