ახალციხეში საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მამაკაცი და ქალი.
მეზობლების განმარტებით, შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ მოხდა, ცნობილი კი დღეს გახდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.