სოფი ლორენის შვილი მცხეთაში მოინათლა და გაბრიელი დაერქვა, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მამა გაბრიელის სულიერი შვილი მალხაზ ჯინორია წერს.
როგორც ის წერს, მამა გაბრიელის საპატივცემულოდ ქორწილი საქართველოში გაიმართება.
„ქრისტე აღსდგა!. მეგობრებო საოცარი რამ მოხდა სამთავროს მონასტერში, გუშინ მოინათლა სოფი ლორენის შვილი, ცნობილი დირიჟორი და დაერქვა სახელი გაბრიელი, ჩვენი წმინდა მამა გაბრიელის საპატივცემულოდ. ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის“, – წერს მალხაზ ჯინორია.
ცნობისთვის, ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტისა და მისი ქართველი რჩეულის, მარიამ შარმანაშვილის ქორწილი საქართველოში, 26 ივლისს გაიმართება.

