LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ადამიანს ოჯახი და გარემოცვა ცუდად ექცევა, შემდეგ ის სხვას ექცევა ცუდად“ – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

144
მარინა კაჭარავა

გადაცემა „ახალი დღის“ რუბრიკას – „ფსიქოლოგის რჩევები“, რომლის თემაც იყო ბულინგი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა სტუმრობდა.

„პირველი არხის“ ეთერში მარინა კაჭარავამ მოზარდზე ბულინგის გავლენაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბავშვს, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიღება და პატივისცემა უნდა ვასწავლოთ. ამასთან, ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ როცა ბავშვი მშობელთან რაღაცას ჰყვება, მან თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს.

„როგორც კარლ როჯერსი იტყოდა, ადამიანი იქცევა ცუდად მაშინ, როდესაც მას ადრე მოექცნენ ცუდად, ანუ თუ ადამიანს სამყარო [ოჯახი, გარემოცვა, ეზო, ბაღი, სკოლა] ექცევა ცუდად, შემდეგ ის ექცევა სხვას ცუდად.

ბულინგში სამი აქტორი მონაწილეობს: მჩაგვრელი, მსხვერპლი და მაყურებელი, რომელიც შეიძლება ხან მხსნელად იქცეს, ხან უბრალოდ მაყურებლად – ზოგი ბულერის მხარეს არის, ზოგი დაჩაგრულის, ზოგი ამ ყველაფერს ნეიტრალურად უყურებს და სანახაობით ერთობა. ხშირ შემთხვევაში, ისინი ხმას არ იღებენ, იმიტომ, რომ ეშინიათ დაჩაგრულის ადგილას არ აღმოჩნდნენ“, – განაცხადა მარინა კაჭარავამ.

@1tv.ge

„თუ ადამიანს ოჯახი და გარემოცვა ცუდად ექცევა, შემდეგ ის სხვას ექცევა ცუდად“ – მარინა კაჭარავა, ფსიქოლოგი

♬ original sound – პირველი არხი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g