„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მათი პარტია „ერთიანობას მუდმივად ლობირებდა და როდესაც ჩაინიშნება სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს ისეთ შედეგს, რომ ყველას მოუწევს დალაგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და, მათ შორის, კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე საუბარი“.
მისი თქმით, ოპოზიციაში კოორდინაციის პრობლემა არ არის.
„აუცილებლად შეიქმნება კოალიციური მთავრობა, რადგან ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. გასაგებია, რომ ყველა პარტიას აქვს საკუთარი დღის წესრიგი. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორიენტირების ნაცვლად, სჯობს, ისევ „ქართულ ოცნებას“ ებრძოლონ. საბოლოო ჯამში, მათაც მოუწევთ პოლიტიკური მოცემულობის აღქმა, გაანალიზება, რომ თუ სურთ, ქართველი ხალხის დაკვეთას უპასუხონ სისტემის დემონტაჟის შემდეგ, უნდა ითანამშრომლონ „ნაციონალურ მოძრაობასთან““, – განაცხადა ფავლენიშვილმა.