LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხომ ყველამ ერთად მითხარით, გამოვაო! ჰოდა, გამოვიდა! მადლობა სასწაულის მოხდენისთვის… მე მოვიგებ ამ ომს!“ – ხათუნა სამნიძე საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავრა

317
ხათუნა სამნიძე

პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ საზოგადოების დახმარების შედეგად საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება შეძლო. ხათუნა მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის და გაძლიერებისთვის.

„ხომ ყველამ ერთად მითხარით, გამოვაო ❤️❤️❤️ ჰოდა, გამოვიდა! ✊ ჩემო წარმოუდგენლად მაგარო ადამიანებო, თითოეულს უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის, ყოველი სიტყვისთვის და გზავნილისთვის, გამხნევებისთვის და გაძლიერებისთვის, სმს-ების წკარუნისთვის და სასწაულის მოხდენისთვის, რომ მივდივარ და ამ ბრძოლის მოგების ამბებსაც მალე გაგაგებინებთ ❤️❤️ მე მოვიგებ ამ ომს ✊ თქვენ მე სასწაული ძალა და ენერგია გამომიგზავნეთ❤️ დაღლილი სახე მხოლოდ დილის 4 საათის ბრალია 😘😘“, – წერს ხათუნა სამნიძე.

„მადლობა, ძალიან დიდი მადლობა…ოპერაციის თარიღი ჩაინიშნა, მთელი აღდგომის ღამე სასწაულების იმედით გავატარე…როგორ არ უნდა მოვიგო მე ეს ომი?“ – ხათუნა სამნიძე ემოციურ პოსტს გვიზიარებს

„მიჭირს, მაგრამ გწერთ… მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება ის მასშტაბური და რამდენიმე ათეული ათასი ევროს ღირებულების ოპერაცია, რომელიც გადამარჩენს…“ – ხათუნა სამნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g