დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ერთგული და სტაბილური კუროს, მთვარე კი, დისციპლინირებული და შრომისუნარიანი ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
ეცადეთ სწორედ დღეს გათავისუფლდეთ ძველი ნივთებისა და მომქანცველი, არაფრისმომცემი ურთიერთობებისგან.
თავი შეიკავეთ რისკისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.