LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში კრუასანების დეფიციტზე ჩივიან

107
boulangerie-patisserie-Roy-a-Nice-1994978

მშრომელთა დღეს ფრანგები ახალი ბაგეტებისა და კრუასანების დეფიციტს გადააწყდნენ. ამის შესახებ ტელეარხი BFM TV წერს.

ჟურნალისტებმა დააზუსტეს, რომ 1-ელ მაისს საცხობებს და სხვა დაწესებულებებს, კანონმდებლობით მუშაობა ეკრძალებათ. ტელეარხის ცნობით, ამ ფაქტთან დაკავშირებით დაახლოებით 12-მა მილიონმა საფრანგეთის მკვიდრმა პურ-ფუნთუშეულის სიმცირეზე იჩივლა.

„მე არ ვთვლი, რომ ეს ნორმალურია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ისეთივე საჭირო პროფესიის წარმომადგენლები ვართ, როგორც მაგალითად ჟურნალისტები ან ექიმები“, – განაცხადა მცხობლებისა და კონდიტრების ნაციონალური კონფედერაციის ხელმძღვანელმა დომინიკ ანრაქტმა.

დომინიკმა ისიც დაამატა, რომ წლევანდელ 1-ელ მაისს წინა წელთან შედარებით ბევრად ნაკლები საცხობი მუშაობდა. ზოგიერთმა მათგანმა თანამშრომლებს არჩევანის საშუალება მისცა და შედეგად კრუასანების ნამდვილი დეფიციტი შეიქმნა. როგორც ჩანს, საფრანგეთი ამისთვის მზად არ იყო და ადგილობრივებში დიდი პროტესტი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები