მაისის პირველ ორშაბათს, ტრადიციულად, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური და გახმაურებული მოვლენა – Met Gala გაიმართა. პოპ-კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა.
კოსტიუმების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული გამოფენიდან გამომდინარე, საღამოზე ვარსკვლავებს დენდიზმის კონტექსტში, მე-18 საუკუნიდან დღემდე, შავკანიანი მამაკაცების წარუშლელი სტილი უნდა წარმოეჩინათ.
წლევანდელი Met Gala-ს თემა – Superfine: Tailoring Black Style იყო. დრესკოდის მიხედვით, სტუმრებს მათზე მორგებული სამოსი უნდა ჩაეცვათ.
Vogue-ის დირექტორ – ანა ვინტურს, რომელიც წლებია გალა შეხვედრას კურირებს, წლევანდელი კოსტიუმების წვეულების დაგეგმვაში, სიმბოლურად, მხოლოდ შავკანიანი მამაკაცები დაეხმარნენ.
საღამოს თანაორგანიზატორები: მსახიობი – კოლმან დომინგო, მრბოლელი – ლუის ჰემილტონი, მუსიკოსი – ფარელ უილიამსი და რეპერი – ASAP Rocky იყვნენ.
საპატიო მისია შეასრულა ასევე კალათბურთელმა – ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც ყველაზე მოდურ სანახაობაზე, პირველად გამოჩნდა.
ცნობილ სახეებს შორის, ვინც წლევანდელ Met Gala-ზე გამოირჩნენ და წითელ ხალიჩაზე გამოჩენით საზოგადოებას თვალი მოჭრეს არიან: ზენდაია, ნიკოლ კიდმანი, ზოი სალდანა, ჯიჯი ჰადიდი, ჟანელ მონე, დაიანა როსი, ჯენი, მაილი საირუსი, დემი მური, სიდნი სვინი, დუა ლიპა, საბრინა კარპენტერი, ტეიანა ტეილორი, რიანა, ენ ჰეთეუეი…













