LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Blackpink-ის წევრები Met Gala-ზე ინდივიდუალურად წარდგნენ

126
photo-collage.png (1)

წლევანდელ Met Gala-ზე, Blackpink-ის წევრები – ლისა, როუზი და ჯენიც გამოჩნდნენ. მართალია, ისინი წითელ ხალიჩაზე ინდივიდუალურად წარდგნენ, თუმცა სამეული ერთად საღამოზე, პირველად იყო მიწვეული. სტუმრებს შორის არ ყოფილა მათი თანაგუნდელი, ჯისუ.

აღსანიშნავია, რომ არტისტებმა კოსტიუმების წვეულებაზე იმ მოდის სახლების ლუქები მოირგეს, რომელთა გლობალურ ამბასადორებსაც წარმოადგენენ.

ლისას ლუი ვიტონი, როუზის ივ სენ ლორანი, ხოლო ჯენის – შანელი ეცვა.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეული კვარტეტი ბენდის სახელით ღონისზიებაზე, არც აქამდე წარმდგარა. დამოუკიდებლად როუზის დებიუტი Met Gala-ზე 2021 წელს, ჯენის 2023 წელს, ხოლო ლისას წელს შედგა.

ლისა

როუზი

ჯენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები