მომღერალმა დათო კენჭიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ემოციურად ისაუბრა იმ მძიმე ეტაპზე, რომელმაც მას წლების წინ მუსიკაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიაღებინა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, მისი შემოქმედებითი პაუზის მთავარი მიზეზი დედის გარდაცვალება იყო.
„დედა 2020 წლის ივლისში გარდამეცვალა. მას შემდეგ, თითქმის არანაირი შეხება არ მქონდა ხელოვნებასთან, არ ვიყავი პროდუქტიული, აქტიური და შესაბამისად, კონტაქტიც არავის მქონდა…“, – აცხადებს მომღერალი.
კენჭიაშვილი იხსენებს იმ ტრაგიკულ დღესაც, როცა დედა ანევრიზმის გართულების შედეგად გარდაიცვალა:
„ოპერაციის დღე დანიშნული იყო, მაგრამ ორი-სამი დღით ადრე ასე მოხდა… ჩვენ კერძო სახლში ვცხოვრობთ, მე მეორე სართულზე ვიყავი, დედა პირველზე, რაღაცას საქმიანობდა. როდესაც გადავხედე, მიწაზე იჯდა და მაშინ მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო. იმ წამსვე სახლში შევიყვანე, მაგრამ სასწრაფოთი რომ გადავიყვანეთ, ვერ მოვასწარით… რთულია ამაზე საუბარი, მტკივნეულია.“
მომღერალმა მაყურებელს ბოდიშიც მოუხადა:
„მესმის, რომ როდესაც ადამიანი ხელოვანია, მას ბევრი პასუხისმგებლობა აქვს ერის წინაშე, უბრალოდ ვერ შევძელი და ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ქვეყანას, რადგან ამდენი ხანი, ვერ მივეცი ის, რაც მათ უყვარდათ… რთული ეტაპი იყო, მე ჩემი მაყურებლისგან, ვისაც ჩემი ჟანრი მოსწონს, ყოველთვის უდიდეს სიყვარულს ვიღებ, იმ წლების განმავლობაში ბევრ კომენტარს ვნახულობდი კითხვით – „რატომ? რა იყო მიზეზი ამ ყველაფრის გაჩერების“, ბოლომდე არავინ იცოდა ეს ყველაფერი“
რის გამო თქვა სიმღერაზე უარი დათო კენჭიაშვილმა?წლების განმავლობაში სცენაზე უარი დედის გარდაცვალებით გამოწვეული დეპრესიის გამო თქვით? #დათოკენჭიაშვილი
Posted by სიცრუის დეტექტორი • Sicruis Deteqtori on სამშაბათი, 06 მაისი, 2025