LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ – აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

110
ნარკოდანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული და სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ელექტრო სასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19- 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვრცლად: police.ge/page/1158

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ორშაბათი, 12 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g