სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
სოფელ მატანსა და ჩაჩხრიალოში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ვენახები დააზიანა.
დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი. ადგილობრივების თქმით, უამინდობა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.
უხვი ნალექის შედეგად კი სანიაღვრე არხებმა, წყლის ნაკადი ვერ გაატარა და რამდენიმე სახლი დატბორა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის განმარტებით, რამდენი პროცენტით არის განადგურებული ვენახები, მას შემდეგ გაირკვევა, რაც შესაბამისი სამსახურები ზარალის ზუსტ ოდენობას დაითვლიან.