გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის დასახმარებლად წყალში შესულმა მამაკაცმა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
გავრცელებული ცნობითვე, თავად არასრულწლოვანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
