LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2355
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:00-დან 16:30 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მზის ერთი თვით ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთი მხრივ, გონებამახვილობას და კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმსა და ცნობისმოყვარეობას, მეორე მხრივ, ნევროზულობას და სულსწრაფობას, მოუსვენრობასა და შინაგან გაორებას გააძლიერებს.

მოერიდეთ ხარბ და შურიან ადამიანებთან ურთიერთობას. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რადგან სწორედ დღეს გამოავლენენ რეალურ სახეს.

თავი შეიკავეთ ფარულად მოქმედებისგან, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.

პარტნიორული ურთიერთობა – პატივი ეცით პარტნიორის პირად სივრცეს, არ ღირს საკუთარი აზრის ზედმეტად თავსმოხვევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე ცირკონი, აკვამარინი, საფირონი, ძოწი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები