LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი სამშობლო მაქვს, საქართველო ჩემი გულიდან არასოდეს წაიშლება, საბერძნეთმა კი, ბევრი შანსი მომცა” – თამთა გოდუაძე

156
2025-05-19_23-22-11_676806

ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ტელეკომპანია „Mega-ს“ ეთერში საქართველოს შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ორი სამშობლო აქვს და გული ორად აქვს გაყოფილი.

თამთა აღნიშნავს, რომ რთულია რომელიმე ქვეყანა მეტად უყვარდეს.

„ვფიქრობ, რომ ორი სამშობლო მაქვს. საქართველო არასოდეს წაიშლება ჩემი გულიდან, არ შემიძლია ვთქვა, რომელი ქვეყანა მიყვარს უფრო მეტად. ორივემ მომცა ღირებული გამოცდილებები, საბერძნეთმა კი, მომცა შანსები.

საქართველოში როცა ჩავდივარ, თვითმფრინავის კარის გახსნისთანავე ვგრძნობ სურნელს, რომელიც უფრო ნოსტალგიურია ჩემთვის. იქ ჩასვლაც მიხარია და შემდეგ ისიც მიხარია, როცა ათენში ვბრუნდები. ჩემი გული ორად არის გაყოფილი, ორივე ქვეყანა მიყვარს.

მახსოვს, როცა პირველად ათენში ჩამოვედი, ქალაქში ბევრს დავდიოდი, ჩემი საყვარელი საქმიანობა ეს იყო. პირველი კუნძული კი, რომელსაც ვესტუმრე, სანტორინი იყო და არასოდეს დამავიწყდება, რა ვიგრძენი, როცა გემი პორტს მიუახლოვდა“, – ამბობს თამთა ტელეკომპანია „Mega-ზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g