LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელ ქალაქშია ყველაზე მეტი წვეულება და იაფი ალკოჰოლი?

104
prague_pub_crawl_original_silvester

ევროპის საუკეთესო ქალაქი იაფფასიანი ალკოჰოლით და გამორჩეული წვეულებებით პრაღა გახდა. ამის შესახებ გამოცემა Nss Magazine ონლაინ პლატფორმის Casinova-ს კვლევაზე დაყრდნობით წერს.

ანალიტიკოსებმა დააზუსტეს, რომ ჩეხეთის დედაქალაქში სასმელი საშუალოდ 2,6 დოლარი ღირს, ხოლო 496 კვადრატული მეტრის ფართობზე განლაგებული 266 ღამის დაწესებულება, მოგზაურებს წვეულებების ფართო არჩევანს სთავაზობს.

რეიტინგის მეორე ადგილზე ბულგარეთი და ქალაქი პლოვდივი გავიდა. დასახლებაში საკვების ფასი საშუალოდ 8,69 დოლარს შეადგენს, სასმლის – 2,9 დოლარს. „კომპაქტური ქალაქური დაგეგმარების პირობებში მხოლოდ 16 დაწესებულების არსებობა დამსვენებლებს ხელს არ უშლის რომ ღამის ცხოვრებით ბოლომდე დატკბნენ.

სიაში მესამე პოზიციას მადრიდი იკავებს, სადაც სპეციალისტებმა 360 ღამის დაწესებულება დათვალეს, თუმცა ფასები ამ შემთხვევაში ბევრად მაღალია. საკვების საშუალო ფასი 16,17 დოლარს შეადგენს, სასმლის – 3,77 დოლარს, თუმცა ესპანეთის დედაქალაქის ხიბლი შეუფასებელია.

რეიტინგში მოხვდნენ ასევე – ბუდაპეშტი, ვარშავა, ზაგრები, პორტუ, ლისაბონი, ბუქარესტი და დუბროვნიკი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მონაცემთა გაანალიზების დროს გაითვალისწინეს საკვებისა და სასმლის საშუალო ფასი, დაწესებულებების მუშაობის ფასები, ბარებისა და კლუბების რაოდენობა, ასევე ქალაქებში უსაფრთხოების ინდექსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები