LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანის მიმართულებით 14 ივნისიდან იმოძრავებს

593
საქართველოს რკინიგზა

ერევანი-ბათუმი-ერევანის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება – აღნიშნული რეისის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“ (South Caucasus Railways). 

შეთანხმება ერევანში გამართულ შეხვედრაზე შედგა, რომელზეც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

შეთანხმების თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად 1 ოქტომბრამდე შესრულდება – მატარებელი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით თვის ლუწ რიცხვებში იმოძრავებს, ხოლო ბათუმიდან ერევნისკენ რეისები კენტ რიცხვებში შესრულდება. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში რეისი ერევანი-თბილისი-ერევანი უქმდება.

ბილეთების გაყიდვა უახლოეს პერიოდში დაიწყება – მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც სომხეთისა და საქართველოს მთავარ რკინიგზის სადგურებში, ასევე ონლაინ. ფასები ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g