LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ულამაზესი ქალიშვილი, პარის ჯექსონი ვარდისფერ ასიმეტრიულ საღამოს კაბაში

216
მაიკლ ჯექსონის ულამაზესი ქალიშვილი პარიზ ჯექსონი მრავალშრიან საღამოს კაბაში

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი პარის ჯექსონი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ხუთშაბათს, „კანის კინოფესტივალის” წითელ ხალიჩაზე. ის ყოველწლიურ გალაზე მივიდა. 26 წლის მომღერალმა და მსახიობმა ყურადღება მიიქცია ღია ვარდისფერი კაბით, რომელიც ასიმეტრიული სილუეტის გარდა, გამოირჩეოდა ორიგინალური ხელნაკეთი დეკორითა და ვერცხლისფერი ბოდეთი. მრავალშრიან კაბას ძალიან მოუხდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ვერცხლისფერი სამკაული.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის პარის ჯექსონი პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ერთადერთი ქალიშვილია, მას ასევე ჰყავს ორი ძმა. პარისი არაერთ ფილმში მონაწილეობს, დაკავებულია მუსიკითაც, ის მღეროდა ჯგუფ The Soundflowers-ის შემადგენლობაში, 2022 წელს მან სოლო ალბომი გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები