„ღრმად შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს!“ – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ლატვიის საელჩოს ავრცელებს.
„შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით… საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები“ – ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით. ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს!” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილი სასამართლო დარბაზშივე დაადეს.