LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცარი საღამო გამოვიდა, უდიდესი ემოციებით, სიყვარულით და დაფასებით სავსე…“ – ნუკა კვალიაშვილი დედის, ეკა კვალიაშვილის საიუბილეო კონცერტზე

359
ეკა კვალიაშვილი, ნუკა კვალიაშვილი

„როგორც იქნა მომეცა საშუალება მშვიდად დავჯდე და დავწერო ის ყველაფერი რისი თქმაც მინდა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი, ნუკა კვალიაშვილი წერს და დედის, ეკა კვალიაშვილის საიუბილეო კონცერტს ეხმაურება, რომელიც 23 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის და კონცერტიდან კადრებს უზიარებს:

„პირველ რიგში უღრმეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს ვინც დაესწრო 23 ში დედას საიუბილეო კონცერტს და დაგვაფასა, ამის იქით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მომწერა ან დამირეკა და გამიზიარა თავიანთი საოცარი ემოციები, საოცარი საღამო გამოვიდა.

უდიდესი ემოციებით, სიყვარულით და დაფასებით სავსე , როგორც კი დაიდება სრული კონცერტი, აუცილებლად გაგიზიარებთ მათ ვისაც სურვილი ჰქონდა და ვერ მოახერხა დასწრება.

პ.ს ვისაც ვერ მოგწერეთ ბოდიშს გიხდით სათითაოდ, 22 შიც სამსახურში ვიყავი და 24 შიც , დღესაც ვმუშაობ, ხვალ კი ქუთაისს ვესტუმრები.

გადატვირთული გრაფიკის გამო ფიზიკურად ვერ მიხერხდება დიდი ხანი ტელეფონთან ურთიერთობა, კიდევ უამრავი მადლობა თქვენ“, – წერს ნუკა კვალიაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, მომღერლის, მუსიკოსისა და პიანისტის – ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო, სახელად „აქ სიყვარულია“ ჩატარდა. საღამოს მუსიკალურად მაესტრო ზურაბ მახნიაშვილი, სიმებიანი ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი აფორმებდა.

როგორც იქნა მომეცა საშუალება მშვიდად დავჯდე და დავწერო ის ყველაფერი რისი თქმაც მინდა , პირველ რიგში უღრმეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს ვინც დაესწრო 23 ში დედას საიუბილეო კონცერტს და დაგვაფასა , ამის იქით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მომწერა ან დამირეკა და გამიზიარა თავიანთი საოცარი ემოციები , საოცარი საღამო გამოვიდა 🙏 უდიდესი ემოციებით, სიყვარულით და დაფასებით სავსე , როგორც კი დაიდება სრული კონცერტი, აუცილებლად გაგიზიარებთ მათ ვისაც სურვილი ჰქონდა და ვერ მოახერხა დასწრება 🤍 პ.ს ვისაც ვერ მოგწერეთ ბოდიშს გიხდით სათითაოდ, 22 შიც სამსახურში ვიყავი და 24 შიც , დღესაც ვმუშაობ , ხვალ კი ქუთაისს ვესტუმრები , გადატვირთული გრაფიკის გამო ფიზიკურად ვერ მიხერხდება დიდი ხანი ტელეფონთან ურთიერთობა, კიდევ უამრავი მადლობა თქვენ 🤍 ასევე უღრმესი მადლობა ვიდეოსთვის Giorgi Tsiklauri 🤍🙏

Posted by Nuka Kvaliashvili on კვირა, 25 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g