LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ქალაქებს შორის და 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანისთვის ავტობუსების სავალდებულო გამოყენების პირობად  2026 წლის 1 იანვარი განისაზღვრა

116
გზა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 2026 წლის 1 იანვრიდან, მგზავრთა გადაყვანა დიდ ქალაქებსა და 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ დასახლებებს შორის მხოლოდ M3 კატეგორიის, შესაბამისი კლასისა და დასაჯდომი ადგილების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სექტორში არსებული პროცესების დეტალურ ანალიზს დაეფუძნა და მიზნად ისახავს გადამზიდველთათვის დამატებითი დროის მიცემას ავტოპარკის განახლებისა და შესაბამისი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად.

აღსანიშნავია, რომ წარმატებით მიმდინარეობს საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმა, რომლის ფარგლებში, ის პირები რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ ქვეყნის შიდა რეგულარულ და საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანას, 2024 წლიდან ეტაპობრივად განებართვიანდნენ. 2025 წლის 2 ივნისის მდგომარეობით, ნებართვის მფლობელთა რიცხვმა 2400 გადამზიდველს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g