LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მაისში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

108
უაქციზო სიგარეტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის მაისში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 19 ფაქტი, რომელზედაც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 20 პირი, მათგან დაკავებულია 5 პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 21 267 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 120 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლებას აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g