დაკოტა ჯონსონი და Coldplay-ის ფრონტმენი, კრის მარტინი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა People ავრცელებს. წყვილი ბოლოს ერთად, დაახლოებით ორი კვირის წინ მალიბუში დააფიქსირეს, მანამდე კი ისინი ინდოეთში იმყოფებოდნენ, სადაც Coldplay-ის კონცერტი იმართებოდა. წყვილის დაშორების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, დაკოტა და კრისი 2017 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. წლების განმავლობაში ისინი არაერთხელ დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა წყაროს ცნობით, ამჯერად მათი განშორება საბოლოოა.
კვლავ ერთად – კრის მარტინისა და დაკოტა ჯონსონის ინდური მოგზაურობა
დაშორდნენ თუ არა დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი? – კომენტარს ამის შესახებ თავად დაკოტა აკეთებს

