LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უშენობას მოვესწარი დედი, მე კი დაგიბერდები, მაგრამ შენ ვერ მოესწრები ჩემს სიბერეს, ჩემო ტკივილო, ჩემო სიკეთე, ჩემო სითბო“ – ქუთაისში, ხანძრის დროს გარდაცვლილი მიშო აშვეთიას დედის ემოციური მიმართვა

1103
მიშო აშვეთია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფორვარდის, მიხეილ აშვეთიას შვილს, 22 წლის მიშო აშვეთიას, რომელიც 12 ივნისს, ქუთაისში სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა, ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.

„თა­ნა­ვუგ­რძნობთ ამ დიდ ტკი­ვილს, ჩვე­ნი გუნ­დის და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დას მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას“ – ქუთაისში ხანძარს 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

არქივიდან, მიშო აშვეთიას სიმღერის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მისი დედა და შვილს მიმართავს:

„მე კი დაგიბერდები დედი, მაგრამ შენ ვერ მოესწრები ჩემს სიბერეს დე, მე უშენობას მოვესწარი დედი“…

„ჩემო ტკივილო, დე. ვაიმე, დე, მიშველე. მიყვარხარ დედი, ჩემო სიკეთე, ჩემო სითბო“, – წერს მიშო აშვეთიას დედა.

მე კი დაგობერდები დედიი მაგრამ.შენ ვერ მოესწრო ჩემს სიბერეს დეეე,მე უშენობას მოვესწარი დედიიიიიიი Mishoo Ashvetia

Posted by Sof Ka on ხუთშაბათი, 12 ივნისი, 2025

ცნობისათვის, არსებული ინფორმაციით, ხანძარი ქუთაისში, თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. არსებული ცნობითვე, შემთხვევის დროს მამაკაცს ეძინა და გამოსვლა ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g