LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაბულში ქორწინების სახლში აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

აფეთქება ქაბულში

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქორწინების სახლში აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანური ტელეარხი TOLO news ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქორწინების სახლში სასულიერო პირების შეკრება იყო. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ ტერაქტთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g