ჯეფრი ჰინტონმა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ნათლიას ეძახიან, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე მასობრივი უმუშევრობის საფრთხეებზე ისაუბრა. საინტერესო ინტერვიუს დეტალებს Business Insider ავრცელებს.
ექსპერტის აზრით ადამიანი ძალიან მაღალკვალიფიციური უნდა იყოს, რომ ხელოვნური ინტელექტისგან დამოუკიდებლად სამსახური ჰქონდეს. გაქრობის საფრთხის ქვეშ არის ძალიან ბევრი პროფესია, თუმცა ყველაზე დიდი რისკი პირველ რიგში ქოლ-ცენტრების თანამშრომლებს და იურისპრუდენციის სფეროს წარმომადგენლებს ემუქრებათ. ხელოვნური ინტელექტი მათ ჩანაცვლებას უახლოს მომავალში შეძლებს.
პერსპექტივაში 10 თანამშრომლისგან შემდგარი განყოფილების დაკომპლექტება მხოლოდ ერთი ადამიანით იქნება შესაძლებელი და ამ ერთმა ადამიანმაც უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი უნდა აკონტროლოს.
„ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწრაფად იკრებს ძალებს, თუმცა სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო სჭირდება. ასე რომ ჯობს, ახლა სანტექნიკოსი იყოთ“. – დაამატა ჰინტონმა.