LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც, მამიკომ კარი ღია დაგიტოვა, გაფრინდეს, ცოდოაო, თვალებში შეგციცინებდა, იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

912
მეგი ჯაიანი

14 ივნისს, გონიოში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა სამი გოგო, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.

„სასწრაფოს ბრიგადას სამივე გარდაცვლილი დახვდა“ – ცნობილია გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპული გოგონების ვინაობა

დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგოები – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე არიან. ისინი სოფელ სამებიდან იყვნენ.

გარდაცვლილი მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და დას ემოციური სტატუსით მიმართავს.

„ამ დრომდე არ მჯეროდა სასწაულების, მაგრამ შენ ჩემს და ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ააყირავე. ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია, დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც.

გუშინ რომ შემოფრინდი და ჩვენს ირგვლივ ტრიალებდი, ახლა დილის 9:31 წუთია და შენ ისევ აქ ხარ, ისევ ჩვენ გვერდით, არადა გუშინ მამიკომ კარები სპეციალურად ღია დაგიტოვა, გაფრინდესო, ცოდოა აქო, მაგრამ შენ ხომ ძალიან ჯიუტი იყავი და ხარ?

თვალს არ გაშორებდა მამიკო, თვალებში შეგციცინებდა, იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო, ჩემო სიცოცხლე.

ვერ გეტყვი და ვერ ავხსნი ჩემს გულში რა ხდება, ან აწი რა იქნება, ის ვიცი, რომ ამის შემდეგ ჩემს სიცილსაც, ღიმილსაც და ტირილსაც ერთი ფასი აქვს.

მამიკოს პირადი ანგელოზი, ჩვენზე თუ არა მამიკოზე მაინც როგორ არ იფიქრე?!

მეგიკუნა, ჯერ ხომ წინ ძალიან ბევრი რამ გვქონდა ერთად გასაკეთებელი?! სად გეჩქარებოდა?! გთხოვ, ხშირად მანიშნე, რომ სულ ჩემს გვერდით ხარ, გთხოვ, ხშირად მოდი ჩემთან სიზმრებში.

ვიცი, რომ სულ ჩემ გვერდით იქნები, როგორც ჩემი მფარველი ანგელოზი და დამიცავ მუდამ!

მიყვარხარ სამუდამოდ და უსაზღვროდ, ჩემო სიცოცხლე“, – წერს მეგი ჯაიანის და სოციალურ ქსელში.

„ანი, ჩემო მხიარულო და გადარეულო გოგო…“ – ირინკა ნაკაშიძე გონიოში, ავარიისა დროს დაღუპული ანა მახარაძის ფოტოებს გვიზიარებს

ამ დრომდე არ მჯეროდა სასწაულების მაგრამ შენ ჩემს და ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ააყირავე 💔 ძალიან ბევრმა მომწერა რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოცილებია, დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც 🕊️ გუშინ რომ შემოფრინდი და ჩვენს ირგვლივ ტრიალებდი, ახლა დილის 9:31 წუთია და შენ ისევ აქ ხარ, ისევ ჩვენს გვერდით, არადა გუშინ მამიკომ კარები სპეციალურად ღია დაგიტოვა გაფრინდესო, ცოდოა აქო, მაგრამ შენ ხომ ძალიან ჯიუტი იყავი და ხარ? 💔 თვალს არ გაშორებდა მამიკო, თვალებში შეგციცინებდა იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო ჩემო სიცოცხლე 💔 ვერ გეტყვი და ვერ ავხსნი ჩემს გულში რახდება ან აწი რა იქნება, ის ვიცი რომ ამის შემდეგ ჩემს სიცილსაც, ღიმილსაც და ტირილსაც ერთი ფასი აქვს 💔 მამიკოს პირადი ანგელოზი 🕊️💔 ჩვენზე თუ არა მამიკოზე მაინც როგორ არ იფიქრე?! 😔 მეგიკუნა, ჯერ ხომ წინ ძალიან ბევრი რამ გვქონდა ერთად გასაკეთებელი?! სად გეჩქარებოდა?! გთხოვ ხშირად მანიშნე რომ სულ ჩემს გვერდით ხარ, გთხოვ ხშირად მოდი ჩემთან სიზმრებში 💔 ვიცი რომ სულ ჩემს გვერდით იქნები, როგორც ჩემი მფარვნელი ანგელოზი და დამიცავ მუდამ! 🕊️🫂♥️ მიყვარხარ სამუდამოდ და უსაზღვროდ, ჩემო სიცოცხლე ♥️

Posted by Nazi Jaiani on სამშაბათი, 17 ივნისი, 2025

„ბათუმო ვიზიარებ…სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები“ – აჭარაში დაღუპული გოგონების შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება

„ბრალდებულმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა…“ – პროკურატურამ სარფთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g