რამდენი ოქროა დედამიწაზე?ამ საინტერესო კითხვით გამოცემა Live Science დაინტერესდა და პატარა კვლევაც ჩაატარა. ძვირფასი მძიმე ლითონი დედამიწის ერთ-ერთ უიშვიათეს ელემენტს წარმოადგენს და მისი ღირებულება ამ ფაქტორითაც აიხსნება.
სხვადასხვა მონაცემებით, ადამიანებმა ამ დრომდე 206-დან 238 ტონამდე ოქრო მოიპოვეს. აქედან დაახლოებით 45% სამკაულებს მოხმარდა, 22% – ზოდებს, 17% კი ბანკის რეზერვებშია გადანახული.
ბოლო, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, დედამიწის ქერქში კიდევ 70 550 ტონა ოქრო უნდა იყოს გადანახული. ყველაზე დიდი რაოდენობით ის რუსეთში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაშია.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2024 წელს ყველაზე მეტი ოქრო ჩინეთმა მოიპოვა.
როგორც გეოლოგები აზუსტებენ, ოქრო დედამიწაზე მილიარდობით წლის წინ დედამიწასთან მეტეორების შეჯახების შემდეგ მოხვდა და წლების განმავლობაში მისი ოდენობა არ შეცვლილა.