LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: „დღეს ტელეკომპანია კავკასიის დაბადების დღეა, სკოლაში ვსწავლობდით, როცა მამამ ტელევიზია გახსნა ნახევრად ნათხოვარი ტექნიკით და სრულიად უფულოდ..“

693
თეონა აქუბარდია

21 ივნისი ტელეკომპანია კავკასიის დაბადების დღეა.

ამის შესახებ დავით აქუბარდიას შვილი, თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს და მამას მნიშვნელოვან თარიღს ულოცავს.

„დღეს ტელეკომპანია კავკასიის დაბადების დღეა. 1994 წელს სკოლაში ვსწავლობდით, როცა მამამ ტელევიზია გახსნა ნახევრად ნათხოვარი ტექნიკით და სრულიად უფულოდ. მახსოვს როგორი აღტკინებით საუბრობდა სახლში ამ იდეაზე 90-იანებში და რამდენი წვალება გამოიარა ამ იდეის შექმნის და სიცოხლისუნარიანობისთვის. მუდმივი ბრძოლა უწევდა და უწევს, რათა თავისუფალი აზრი მისი პატარა სტუდიიდან საზოგადოებისთვის მიეწვდინა. კავკასია მისი ის შვილია, რომელიც ნულიდან აქამდე მოიტანა, ხოლო მისი საავტორო გადაცემა სპექტრი ის ბრენდია, რომელიც მხოლოდ მისია და ვერასდროს სხვა ამას ვერ იზამდა და იზამს.

ჰოდა ვულოცავ პირველ რიგში მას კავკასიის დაბადების დღეს, შემდგომ ყველა მის ერთგულ მაყურებელს. ვამაყობ იმით, რომ მამა ყოველთვის თავის იდეალების ერთგული იყო და არის და ყოველთვის კრიტიკული ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში,“ – წერს თეონა აქუბარდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g