LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2887
მიხეილ ცაგარელი

დღეს მთვარე მიმართულებადაკარგულ მდგომარეობაში იმყოფება მთელი დღე — 01:00-დან 00:00 საათამდე. ამ დროს განსაკუთრებით აქტიურდება მთვარის ნეგატიური ზეგავლენა, იკლებს ყურადღება და რთულდება კონცენტრაცია. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ მძღოლები – გაფანტულობა შესაძლოა ავარიებისა და ტრავმების მიზეზი გახდეს.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს ურთიერთობებში მოსალოდნელია ზედაპირულობა, ფლირტისადმი მიდრეკილება. ეცადეთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ემოციური რეაქციები. შესაძლოა შესუსტდეს ურთიერთგაგება, ამიტომ კომუნიკაციაში მაქსიმალური სიფრთხილე და თავშეკავება დაგჭირდებათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად სასიკეთო დღეა აქტიური ქმედებებისთვის. არ არის რეკომენდებული ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა ან გაყიდვა, ახალი საქმის წამოწყება და დაპირებების გაცემა. მოიმატებს შინაგანი მერყეობა, სულსწრაფობა და ემოციური გადატვირთვის რისკი. ასევე მაღალია მოტყუების, ქურდობის, ინტრიგების, ჭორების და მოულოდნელი კონფლიქტების ალბათობა.

საღამო საათებში კომუნიკაციის ხარისხი იკლებს – ადვილად შეიძლება გაჩნდეს გაუგებრობა. მოერიდეთ ზედმეტ საუბარს და საიდუმლოებების გამხელას.

მიუხედავად რთული ფონისა, დღე ხელსაყრელია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საზარდულის მკურნალობისთვის, ასევე სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად.

ჯანმრთელობა – დღეს შესაძლოა საგრძნობლად იმატოს გეომაგნიტურმა ზეწოლამ, რაც უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია არტერიული წნევის მატება, თავის ტკივილები, გაღიზიანება და უგუნებობა. რეკომენდებულია წნევის რეგულარული კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური მედიკამენტების მიღება. ფიზიკური თვალსაზრისით სუსტდება ფილტვების, ბრონქების, ხელებისა და მხრების ზონა. მოერიდეთ თამბაქოს, უჰაერო სივრცეში ყოფნას და გადაჭარბებულ ინფორმაციას.

ემოციურ დონეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი ფიქრებისა და ემოციების კონტროლი – ნუ მისცემთ ქვეცნობიერ შიშებს შესაძლებლობას, შეგიპყრონ.

დღის ფერები და მინერალები – გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ვერცხლისფერ, ყვითელ, კრემისფერ, ცისფერ და ნარინჯისფერ ტონებს. ხოლო ტოპაზი, ამაზონიტი, გიაცინტი, ლაბრადორიტი და ბერილი დაგეხმარებათ თქვენი პიროვნული შარმის გაძლიერებაში და დადებითი კოსმოსური ენერგიის მოზიდვით, გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე მეტად პოზიტიურია ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვისა და მერწყულებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროს, ქალწულის, მორიელისა და თევზების ნიშანთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები