ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს, სახლში მყოფი ხანდაზმული ქალი, სავარაუდოდ, კვამლის შედეგად გაიგუდა. ადგილობრივების ცნობით, მძიმე მდგომარეობაშია ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით.