LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე: „ხშირ შემთხვევაში ჩემი პრინციპები ბევრ რამეს მაკარგვინებს, ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ“

145
ოთო ნემსაძე

მომღერალი ოთო ნემსაძე, რომელმაც ახლახან საკუთარ მსმენელს ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი წარუდგინა, ჟურნალ „თბილისელების“ 23 ივნისის ნომერში საკუთარ ნამუშევარზე საუბრობს.

ექსკლუზიური ფოტო: ოთო ნემსაძის ახალი როკ ენ როლური კლიპის პრეზენტაციას ცნობილი სახეები დაესწრნენ: „იმას ვაკეთებ, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი… თავისუფალი და თამამი ვარ…

რუბრიკაში „ახალი კლიპი“, ოთო ნემსაძემ ახალი კლიპის გარდა სხვა თემებზეც ისაუბრა, მათ შორის გაიხსენა საკუთარი ცხოვრებიდან რთული ეპიზოდები, როდესაც არ ემღერებოდა, თუმცა სცენაზე მაინც იდგა:

„განსაკუთრებით მახსენდება ბებიის გარდაცვალების ამბავი, რომელიც ძალიან მიყვარდა. იმ დღეს კონცერტი იყო, კონტრაქტი მქონდა მქონდა დადებული და სხვა გზა არ იყო, უნდა მემღერა… ასევე, ჩემი მეგობრის გარდაცვალების დღეს მომიწია სიმღერა, რომელიც მას მივუძღვენი. ასე რომ, არის პერიოდები, როცა შენი ემოციები უნდა მოთოკო, აკეთო შენი საყვარელი საქმე და მსმენელს მისცე ის, რაც შენგან სჭირდება“, – აღნიშნავს მომღერალი.

ამავე რუბრიკაში, ოთო ნემსაძე საუბრობს, თუ რამდენად შეუძლია მას ემოციების კონტროლი.

„როცა საქმე ჩემს ემოციებს ეხება, ვთოკავ. მაგრამ, როცა ჩემს საყვარელ ადამიანებს ეხებიან, ამ შემთხვევაში ემოციებს ვერ ვთოკავ, ცუდად ვიქცევი და მერე ძალიან ვნანობ. ჩემთვის მთავარია, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები იყვნენ ძალიან კარგად, ცუდად არავინ მოექცეს, თორემ ოთო ყველაფერზე წამსვლელია.

ძალიან ჯიუტი და შეუპოვარი ვარ, როცა საქმე შემოქმედებას ეხება. ეს ძალიან მომწონს ჩემს ხასიათში. არასტაბილურ გარემოში ვცხოვრობთ, მუსიკას კი არ უყვარს არასტაბილურობა, თუმცა ვთვლი, რომ ეს გარემოება ქმნის ძალიან კარგ მუსიკას. მუსიკა ჩემთვის ყოველთვის იყო პროტესტი და დარწმუნებული ვარ, ეს პერიოდიც მუსიკალური პროტესტით ჩაივლის და შეიქმნება ბევრი ძალიან კარგი ნაწარმოები“, – ამბობს ოთო ნემსაძე.

მომღერალი ამავე ინტერვიუში საუბრობს, თუ რა არ მოსწონს საკუთარ ხასიათში:

„არ მომწონს ამ სიჯიუტის მეორე მხარე. ხშირ შემთხვევაში ჩემი პრიონციპები ბევრ რამეს მაკარგვინებს, ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ“, – აღნიშნავს ოთო ნემსაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g