LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაიბარეს

189
აქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბაჩო [გი­ორ­გი] სა­გა­ნე­ლი­ძე დაიბარეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმის ჩახშობას საქართველოში“.

„საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში დაიბარეს, სადაც მაღალჩინოსანმა ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა მათი ქვეყნის სულ უფრო მავნე ტრაექტორიის მიმართ და მკაცრად გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები…

ოპოზიციის ცნობილი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის უახლესი მცდელობაა. საარჩევნო კონკურენტების დაკავება შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, ასევე მათ საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან…

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უყოყმანოდ გარეშე განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას“, – წერია განცხადებაში.

magti 5g