დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი შვილი, 26 წლის ბრუკლინი, როგორც ჩანს, კვლავ აგრძელებს ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების იგნორირებას. წყაროს ცნობით, ის არ აპირებს უმცროსი დის, ჰარპერის 14 წლის იუბილეზე მისვლას, რომელიც 10 ივლისს გაიმართება.
„ჰარპერი ამას ვერ გადაიტანს, ის განსაკუთრებით მძიმედ განიცდის ამ ყველაფერს. მათ ყოველთვის განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ. ბრუკლინი უკვე მოზარდი იყო, როცა ჰარპერი დაიბადა. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ. როცა ბრუკლინმა ნიკოლა მოიყვანა ცოლად, ჰარპერს იმედი ჰქონდა, რომ სახლში, სადაც მხოლოდ ძმები ჰყავდა, ბოლოს და ბოლოს, უფროსი და გაუჩნდებოდა. მაგრამ, ეს ასე არ მოხდა. ეს ბრუკლინის მხრიდან ცივსისხლიანი ნაბიჯია“, – განაცხადა ინსაიდერმა.
ბრუკლინს ახლობლების მიმართ მზარდი დისტანცია უკვე თვალსაჩინო ხდება. ცოტა ხნის წინ მან ცოლთან, ნიკოლა პელტცთან ერთად, სიმამრის 83-ე იუბილე აღნიშნა, მაშინ როცა ორივე მშობლის დაბადების დღე გამოტოვა.



