ფიტნესინსტრუქტორი ნინო ჩერქეზიშვილი, ანუ ჩერი კოტე მათითაშვილის „კოტკასტში“ ვარჯიშზე, ჯანსაღ სხეულსა და კვებაზე საინტერესოდ საუბრობს.
ჩერი:
„წონის კლებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კვება. ეს არის ჩვენი საწვავი. გამართული პროცესების, ორგანოს მკვებავი. კვებაც მნიშვნელოვანია და ვარჯიშსაც თავისი დატვირთვა აქვს. 80% იყოს ჯანსაღი შენს ცხოვრებაში, 20% იყოს არაჯანსაღი, სადღაც დონატიც შემოგეჭმევა (იღიმის) დღის განმავლობაში სამჯერ რომ მიიღო საკვები, არ არსებობს, რომ ღამე მოგინდეს კვება. არ ვენდობი ადამიანს, რომელიც აშიმშილებს ქალებს. ქალმა არ უნდა იშიმშილოს… ქალზე 18-საათიანი შიმშილი არ მუშაობს. ქალების შემთხვევაში, ბოსტნეულიც უნდა იყოს კონტროლირებადი…“