LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მხატვარი და მუსიკოსი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ დოლზე აამღერა: „მრავალი ხმა სჭირდება, რომ ეს ყველაფერი შედგეს…“

175
მამუკა სამხარაძე

„დილა მშვიდობისა საქართველომ“ გაგვაცნო ნიჭიერი ადამიანი, მამუკა სამხარაძე, რომელიც დოლზე „ვეფხისტყაოსანს“ „ამღერებს“. ის მხატვარი გახლდათ, ბავშვობიდან კი ცეკვავდა. „ბოლოს ინდოეთში აღმოვჩნდი, იქ დოლი შევიძინე და აღმოჩნდა, რომ შემეძლო, მე თვითონ დამეკრა….“, იხსენებს მუსიკოსი.

„მას შემდეგ, რაც მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, გავიხსენე „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, რომლებიც სამხატვარო აკადემიაში შევქმენი და მივხვდი, რომ „ვეფხისტყაოსანი“ შეიძლება იმღერებოდეს… მრავალი მომღერალი და ხმა სჭირდება, რომ ეს ყველაფერი შედგეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g