ცნობილი მომღერალი გიორგი ცხადაძე და მისი მეუღლე, სალომე ლემონჯავა, ბედნიერ ოჯახურ მომენტებს კიდევ ერთხელ გვიზიარებენ. წყვილის ქალიშვილი იუბილარი გახლდათ.
პატარა ნენემ დაბადების დღე ახლობლებისა და მეგობრების წრეში აღნიშნა და მშობლებმაც არ დააყოვნეს საზეიმო კადრების გამოქვეყნება.
„ჩვენი საუკეთესო დღე, მადლობა მთელი გულით“, – წერს სალომე ლემონჯავა.
„პატარა ბრჭყვიალა ნენეს ბევრი ბევრი სიხარულები“, „სიყვარული გოგოშკა გაგეზარდოთ“, „მიყვარს თქვენი ციმციმა გოგო და საყვარელი ოჯახი“, „საუკეთესოები ხართ“ — წერენ ახლობლები და გიორგი ცხადაძის მეგობრები კომენტარებში.