LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაკისტანის რელიგიურ სასწავლებელში აფეთქებისას 25 ადამიანი დაიღუპა

pakistani3

პაკისტანში ქალაქ ჰანგუში აფეთქების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 35 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Geo TV ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი რელიგიურ სასწავლებელში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g