LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფრო უარესი ფოტოებიც მაქვს ბევრად, ასე თუ გაბედნიერებთ, მოგცემთ“ – რას წერს ნინო ნადირაძე

11176
ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივა მედის“დირექტორი, ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ნინო ნადირაძე ეხმაურება 31 ივლისს, „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენის დროს ჟურნალისტებთან მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას და ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს, რომელსაც სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხირდან სხვადასხვა სახის კომენტარები მოჰყვა.

ვიდეო: „ჩემს შვილ­თან თქვენ რა ხელი გაქვთ, თქვე კო­მუ­ნის­ტე­ბო, თქვე ბოლ­შე­ვი­კე­ბო“ – ნინო ნადირაძის მიმართვა ჟურნალისტებს

„ხალხო, უფრო უარესი ფოტოებიც მაქვს ბევრად, ასე თუ გაბედნიერებთ, მოგცემთ. ანუ სიელმე და ნაკლი ლიბერალურ ბაბლში მიუღებელია? არ მაქვს უფლება, ვიყო შეუხედავი და ნაკლოვანი? რომ ვამბობ, ბოლშევიკები ხართ და ფაშისტები-მეთქი, ნუ გიკვირთ მერე. თქვენი ბულინგი რომ ყოველ ჯერზე მაძლიერებს, ხომ უნდა ხვდებოდეთ ამდენს, მაგრამ უნიჭოები ხართ“, – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

„ბევრი ქართველის სათქმელი გააჟღერე მათ ეთერებში! შენ ხარ მაგარი ადამიანი და საამაყო დედა!“ – ზურა ხაჩიძე ნინო ნადირაძეს

ხალხო, უფრო უარესი ფოტოებიც მაქვს ბევრად, ასე თუ გაბედნიერებთ, მოგცემთ🤣🤣🤣🤣🤣🤣 ანუ სიელმე და ნაკლი ლიბერალურ ბაბლში…

Posted by Nino Nadiradze on პარასკევი, 01 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g