Reddit-ის ვებსაიტზე ჩინეთის პროვინცია გუიჯოუს ფოტოები გამოჩნდა, სადაც ამჟამად ჩქაროსნული მაგისტრალის უჩვეულო მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. მთიან რელიეფზე გრძელი, დაკლაკნილი გვირაბების მშენებლობის თავიდან ასაცილებლად, მშენებლებმა რამდენიმე მთის მწვერვალზე უბრალოდ დიდი „ჭრილები“ გააკეთეს. თუმცა, ამ გზის ყველაზე აღსანიშნავი მახასიათებელია ხიდი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მაღალს უწოდებენ.
ხიდი, რომლის მშენებლობაც 2021 წელს დაიწყო, ჰუაძიანგის ხეობაზე გადის. მისი სიგრძე 2948 მეტრია, მთავარი მალის სიგრძე კი 1449 მეტრი. ამავდროულად, გზის სიმაღლე ზედაპირიდან 625 მეტრია.
ხიდის ექსპლუატაციაში გაშვება 2025 წლის ბოლოს იგეგმება. მოსალოდნელია, რომ ის ტურისტებისთვის, მათ შორის ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის, მიმზიდველობის ახალ ცენტრად იქცევა.
