მომღერალმა ლელა წურწუმიამ რამდენიმე დღის წინ საკუთარ მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა.
კომპოზიცია სახელწოდებით „მთავარი ძაფები“ უკვე ხელმისაწვდომია „იუთუბის“ პლატფორმაზე.
ახალი სიმღერის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი [მამულიჩა] და შემოქმედებით ჯგუფს მადლობას უხდის.
„ესეც ჩვენი ახალი სიმღერა და ვიდეო. საინტერესო იქნება თქვენი შეფასებები.
სიმღერა ეკუთვნის ჩემს უმაგრეს მუსიკოსს, ნიკა ადიკაშვილს.
ტექსტი გამოვიდა ულამაზესი – ირინა სანიკიძე.
არანჟირება, მასტერინგი, ჩემი ოქროსხელება – გიგა კუხიანიძე.
ეს ლამაზი ვიდეო ააწყო ხელოვნური ინტელექტით სანდრო წურწუმიამ.
ვისაც მოგეწონათ, დააშეარეთ და გამოიწერეთ ლელას „იუთუბ“ არხი“, – წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.
„დიდებული სიმღერაა“, „შეუდარებელი ნამუშევარია“, „ძალიან ემოციური და მელოდიური სიმღერაა“, „კიდევ ერთი ჰიტი“, – წერს ვიდეოს კომენტარების ველში ლელა წურწუმიას მსმენელი.
ესეც ჩვენი ახალი სიმღერა და ვიდეო. საინტერესო იქნება თქვენი შეფასებები. სიმღერა ეკუთვნის , ჩემ ს უმაგრეს მუსიკოსს Nika…
Posted by Kakhi Mamulashvili on კვირა, 10 აგვისტო, 2025