რუსა მორჩილაძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ გულახდილად ისაუბრა.
კომპოზიტორმა აღნიშნა, რომ ის საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ კრიტიკულია და უკან რომ დააბრუნონ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა.
„ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი, უფრო ჭკვიანურად და ფრთხილად გავივლიდი ცხოვრების გზას. შეიძლება, ბევრმა თქვას, რა გინდა, ჭკვიანურად გაიარე შენი გზაო, მაგრამ მე ხომ ჩემს თავთან ბევრი პრეტენზია მაქვს. სხვისი თვალით დანახული შენი ცხოვრება, სულ სხვაა. ზოგადად, ჩემი თავის მიმართ კრიტიკულიც ვარ. იცით, სიფრთხილეში რას ვგულისხმობ? მთელი ახალგაზრდობა ძალიან აფექტური ვიყავი და ეს არასდროს მადგებოდა. ახლა ასეთი აღარ ვარ, ემოციების მართვა ვისწავლე და ეს გამოცდილებამ მომიტანა, ცხოვრების გზაზე ბევრ რამეს სწავლობ. მე ის ადამიანი ვარ, ვისაც სხვის შეცდომებზე სწავლა შეუძლია, თუმცა ჩემს შეცდომებზეც ბევრი მისწავლია,“ – აღნიშნა რუსამ.
