LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ხართ დევიდ და ვიქტორია?! – მედიაში ვრცელდება ბრუკლინ ბექჰემის სამადლობელი სიტყვა, რომელიც მან სიდედრ-სიმამრს მიუძღვნა

1323
page

როგორც ცნობილია, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ახალი გულისტკივილის წინაშე აღმოჩნდნენ. გარდა იმისა, რომ ბრუკლინმა მშობლები და და-ძმა მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან „საქორწინო ფიცის“ განახლების ცერემონიალზე არ დაპატიჟა, მან ისინი არც სამადლობელ სიტყვაში მოიხსენია.

„დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უფროს ვაჟს ემშვიდობებიან“ – ახალი დეტალები ოჯახური დრამის შესახებ

მედიაში ვრცელდება ბექჰემების უფროსი ვაჟის სამადლობელი სიტყვა, რომელიც მან სიდედრ-სიმამრს, კლაუდია და ნელსონ პელტცებს მიუძღვნა.

„დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მუდამ, ნებისმიერ სიტუაციაში გვერდში მიდგახართ და მხარს მიჭერთ. თქვენ მუდამ ჩემს მხარეზე ხართ“, – უთხრა ბრუკლინმა მეუღლის მშობლებს.

წყაროს თქმით, ბრუკლინი ამას დიდი ემოციებითა და გულწრფელობით ამბობდა. აღსანიშნავია, რომ ფიცის დადების ცერემონია ნიკოლას მამამ, ნელსონ პელტცმა ჩაატარა.

„დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უფროს ვაჟს ემშვიდობებიან. მათ უკვე ფარ-ხმალი დაყარეს და დამარცხებაც აღიარეს. ისინი განადგურებულები არიან, თუმცა საჯაროდ არაფერს იმჩნევენ“, – აცხადებს ინსაიდერი.

The Sun წერს, რომ სელენა გომესი, რომელიც ნიკოლა პელტცისა და ბრუკლინ ბექჰემის ახლო მეგობარი იყო, მათთან ურთიერთობა გაწყვიტა.  წყვილს სხვა ცნობილი მეგობრებიც შორდებიან. მათ შორის არიან მადონასა და გაი რიჩის ვაჟი, როკო რიჩი, ასევე ცნობილი შეფის, გორდონ რამზის შვილები, ჯეკი და ჰოლი.

„მათი მეგობრების წრე კვირიდან კვირამდე მცირდება“ – სელენა გომესმა ნიკოლა პელტცთან ურთიერთობა გაწყვიტა – ცნობილია მიზეზი

„ვიქტორია განადგურებულია და სასოწარკვეთილი ულაიქებს პოსტებს, დევიდისთვის კი განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან…“ – ოჯახთან დაახლოებული პირი ბექჰემების დრამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები