LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის წარმომადგენლობა: „ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა – საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა“

108
eu & geo დროშები

„საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

მათივე ცნობით, დღესდღეობით ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ.

„ევროკავშირი 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ. ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა – ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა.

საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს.“ – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

🇪🇺 ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა 🕊️ ევროკავშირი 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად…

Posted by European Union in Georgia on Tuesday 19 August 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g