LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ ჯანსუღმა დამიტოვა განძი ამ ლექსის სახით… მერე მამუკამ სიმღერით… სულში ჩადებულს სულ თან ვატარებ“ – ირმა გიგანი ბიძის, მამუკა ჩარკვიანის კადრებს ავრცელებს

4038
ირმა გიგანი

20 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუსიკოსი ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გაიხსენა. მათ შორის არის მისი დის, თაკო ჩარკვიანის შვილი, პიანისტი ირმა გიგანი.

ირმა გიგანი ბიძის, უნიკალური მუსიკოსის კადრებს გვიზიარებს ერთ-ერთი კონცერტიდან:

თაკო ჩარკვიანი: „ჯანსუღ ჩარკვიანის მართლა საოცარ ლექსებზე შექმნილი, მამუკა ჩარკვიანის საოცარი სიმღერები უთუოდ დარჩება ხალხში-უფრო ზუსტად რომ ვთქვა-დარჩა, ამ ფოტოზე: ჯანსუღის ლექსზე შექმნილ სიმღერას ასმენინებს მამუკა“

„ჯერ ჯანსუღმა დამიტოვა განძი ამ ლექსის სახით – მერე მამუკამ სიმღერით. სულში ჩადებულს სულ თან ვატარებ.

პატარა ირმას

შენ რომ დიდი იქნები,

მე რომ აღარ ვიქნები,

დამასიე ფიქრები,

როგორც თოვლის ფიფქები,

შენ რომ დიდი გახდები,

შინ რომ აღარ დაგხვდები,

სხვას რომ ვერას გავხდები,

სულში ჩაგისახლდები.

როცა შენ დაქალდები,

როცა მე გავქვავდები,

ისე არ დავღამდები,

ისე არ გავთავდები.

იქედან არ გინათო,

ხშირად, განა ძვირათო,

მერე უფალს იმას ვთხოვ,

გადავიქცე ირმადო

რქებზე ჩამოვიკიდებ,

შენს სიყვარულს ზინათად,

შენს სახელზე ძვირფასო,

მთებში ვივლი ირმადა!

ჯანსუღ ჩარკვიანი“ – წერს ირმა გიგანი და ვიდეოს ავრცელებს.

„შენ გენაცვალე, ჩვენო ლეგენდა ბიჭო. აწი შენ იქნები ,,სულ ზევით!!!ზევით!!!” და სწორება იქნება შენზე!!!“ – ლაშა ღლონტის ემოციური დამშვიდობება

„კაცი რომ ორი წელი არ მოვა შენს სანახავად, ის არ შეიძლება, შენი ახლობელი იყოს“ – როგორი იყო მამუკა ჩარკვიანის ბოლო წლები და როგორ იხსენებდა მამასთან ურთიერთობას

„მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად“ – კულტურის სამინისტრო

კახა კალაძე: „ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ახლობლების, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს! მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, ლირიზმით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში“

ჯერ ჯანსუღმა დამიტოვა განძი ამ ლექსის სახით – მერე მამუკამ სიმღერით. სულში ჩადებულს სულ თან ვატარებ. პატარა ირმას შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები, დამასიე ფიქრები, როგორც თოვლის ფიფქები, შენ რომ დიდი გახდები, შინ რომ აღარ დაგხვდები, სხვას რომ ვერას გავხდები, სულში ჩაგისახლდები. როცა შენ დაქალდები, როცა მე გავქვავდები, ისე არ დავღამდები, ისე არ გავთავდები. იქედან არ გინათო, ხშირად, განა ძვირათო, მერე უფალს იმას ვთხოვ, გადავიქცე ირმადო რქებზე ჩამოვიკიდებ, შენს სიყვარულს ზინათად, შენს სახელზე ძვირფასო, მთებში ვივლი ირმადა! ჯანსუღ ჩარკვიანი

Posted by Irma Gigani on შაბათი, 23 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g