LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი ჩანაწერების გასაჯაროებას აანონსებს: „ამდენი ხანია მაქვს და ყოველ მოსმენაზე გულს მიხეთქავს, ჩემთვის ძალიან მძიმედ მოსასმენს შეგნებულად არ ვდებ“

1023
სალომე გოგიაშვილი

ტელესახე სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაწყვეტილი აქვს გარკვეული ჩანაწერების გასაჯაროება, რომლებიც, მისი თქმით, „ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდა და ყოველ მოსმენაზე მძიმე ემოციებს იწვევდა“.

„ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც გადავწყვიტე გავასაჯაროო ის ჩანაწერები, რომლებიც ამდენი ხანია მაქვს და ყოველ მოსმენაზე გულს მიხეთქავს😏 ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ქალაქში ცნობილი ბოროტი არსება შეძლებდა ჩემი ოჯახის დანგრევას. თუმცა….. 😒 2 თვეა ვაკვირდები და ვფიქრობ ღამე როგორ სძინავს იმ ფიქრით რომ იცის რაც გააკეთა და მაინც უტიფრად დგას და იტყუება!

ეგონა არაფერი ჩანაწერი არ მქონდა და ამიტომ გახურდა, იმიტომ რომ მას რომ ჰქონოდა ხომ იმ წამსვე გაასაჯაროებდა! მისთვის არც შვილი არც მეგობარი , არც ადამიანები არ არსებობენ ამიტომაც ეგონა თავი ქუდში ჰქონდა და აქ შეცდი კუკნი! მე ის გოგოები არ ვარ აქამდე რომ აშანტაჟებდი😚 მე ის ვარ რომელიც მეგობრის გამო თავს გაწირავს და უკან არ დაიხევს, მე ის ვარ რომელსაც ცხოვრებაში არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია, მე ის ვარ რომელსაც არაფრის არ ეშინია და ბოლოს მე ის ვარ რომლის დედობითაც შვილები ამაყობენ და იამაყებენ შენგან განსხვავებით! ამიტომ გოგოებო ეს არის ჩემი შეცდომა რომელზედაც თქვენ ისწავლით! არ ენდოთ ყველას, მითუმეტეს როცა მასზე კარგს არავინ არაფერს ამბობს! თქვენ ეგეთებს ვერ უშველით ის უბრალოდ ჩაგათრევთ უფსკრულში ….

ჩემთვის ძალიან მძიმედ მოსასმენს შეგნებულად არ ვდებ, ჩემს უკან შვილები დგანან😏ვნახოთ როგორც თვითონ ამბობს სულ სამჯერ მისალმებული ჩემ ქმართან იმის მეტი კონტაქტი რომ არ ჰქონია როგორ ესაუბრება! დანარჩენი თქვენთვის მომინდვია🥰“, – წერს სალომე გოგიაშვილი.

შეგახსენებთ, ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ გოგიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.

სალომე გოგიაშვილი კი ლიკა შენგელიას ჩაქუჩის ჩარტყმის ბრალდების გამო ცილისწამებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ცრუ ბრალდებების გამო მას სასამართლოში უჩივლებს.

რას წერს სალომე გოგიაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ ლიკა შენგელია და რას ამბობს სალომე გოგიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g