LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლემ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

140
ანტონ ჩეჩინი

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.

თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: პუბლიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g